შეიყვარე შენი თავი და იქნები ბედნიერი. ისწავლე გულგრილობა ყველას მიმართ და იქნები ბედნიერი. შეეშვი სხვაზე ფიქრს, გამოიყენე დრო შენი სიამოვნებისთვის და იქნები ბედნიერი. ვინც შენს ბედნიერებაზე არ ფიქრობს, გაუშვი თავის გზაზე და იქნები ბედნიერი. არ მიიღო ბედნიერება , თუ მასში შენს ბედნიერებას ვერ ხედავ, გაეცალე და იქნები ბედნიერი. ვერაფერში დავეთანხმე ბარამ გურჯს.
- ჩასწორებული
ელგუჯა ციგროშვილი
ეკა გურჯი--ბარამ გურჯის წინააღმდეგ!
1.ნაღდად ვერაფერ გავიგე,
ბარამ და ეკა გურჯისა,
ბარამ თეთრს აქებს,ეკა კი
მქებელი არის ლურჯისა.
2.ამბობენ,რომ დედას ესმის
ჟესტი და ენა მუნჯისა...
ვის დაუჯეროს, ეგ არის
სადარდებელი გუჯისა.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.13.09.2016 წელი.
- ჩასწორებული
ეკა ჯავახიშვილი
ბედნიერება ის არის,
დროს ვარდებივით რომ ფურცლი,
შენ რას გაიგებ ციტატა,
თუ არ დაგიდე კონფუცის.
ნუ გაგიხდება სადარდი
ვისი გჯეროდეს და არა,
მხოლოდ საკუთარ თავისო
ეს თქვა-დალაი ლამამა.
P.S. გვარს ნუ შემიცვლი, ჩემიც მაქვს
მყოფნის ტერფიდან თავამდე
გლეხისგან რამის ბოძება
არა გვჩვევია თავადებს
- ჩასწორებული
ელგუჯა ციგროშვილი
კაფიის პასუხად ეკას.
(ფშაურ კილოზე.)
1.თუმც სიბრძნე „გადმოაფრქვიე"
კონფუცისა და ლამასი,
შენი კაფია,ეკაო,
სულაც არ არი ლამაზი.
2.ამპარტავნობის სუნი სცემს,
ვერც ბრწყინავს,როგორც ალმასი...
არც გლეხ იყო, არც თავადი,
ჩემ წინაპარი სამასი.
3.წოდებები არც მე მხიბლავს
და მყოფნის ჩემი ფშავლობა...
მაგ შენს შარვალს კი ეტყობა,
„კნიაზურ" ჩამომავლობა!
4.ნურც ისტორიას გაატან
გადავიწყების ნიავ-ქარს,
გ ლ ე ხ ბოსტაშვილმა, ერეკლეს,
თავისი ცხენი მიართვა.
5.არც მეფემ იუკადრისა,--
(მეფე არ არის თავადი...)
ან შენ რა გრჯიდა ნეტავი,
ამ ჩემ ყბაში რომ ჩავარდი.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.14.09.2016 წელი.
ეკა ჯავახიშვილი
არ მითხოვია შენთვის რა
რაში დაგჭირდა ქველობა,
არაგველობა ახსენე
შენ მოგიხდება გველობა.
ვინ გითხრა გაიზიარე
ჩემი ,,ნაფრქვევი" სიბრძნენი,
გლეხობას უკადრისობ თუ
თავ რომ პატარა იგრძენი.
გემოვნებაზე არ ვდაობ
ჩაცმასაც უნდა უნარი,
,,კვირის პალიტრა" გადადე
იყიდე მოდის ჟურნალი.
ყბა-ღონიერი რომა ხარ
ვიცით, არ გაგაპიარებ,
როგორ სიტყვასაც მომაცხებ,
მეც ისე ,,გაგაპრიალებ"
No comments:
Post a Comment