როცა მაცვია კაბა,
ბებიას შეკერილი,
სულ სხვანაირად დავალ,
როგორც მზე-მთვარის შვილი,
პეპლებს მოვისხამ მხრებზე,
დავფრენ მოჩითულ მინდვრად,
ყველგან ოთყურას ვეძებ,
სურვილი ახდეს მინდა..
მამაპაპურმა მუხამ
წელზე მომხვიოს ხელი
და აღადგინოს უტამ
ჩუქურთმა ძველისძველი.
No comments:
Post a Comment