Sunday, June 23, 2024

პოეტს და მხატვარს მაია დიაკონიძეს, ავტ. ზაზა ფელიშვილი

 პოეტს და მხატვარს მაია დიაკონიძეს:

საწყალად დავიზუზები,
მასესხე ცოტა მუზები,
მე რამდენ პოეტსაცა გცნობთ,
თქვენს საქმეში ხართ ტუზები...
ერთი ასეთი შენა ხარ,
შენით შვენს თბილისქუჩები,
შენს ლექსის ცვარით პირს იბანს,
წითელი ვარდის ფურცლები...
სიკეთე-სიყვარულია,
შენს ლექსში თემად უცვლელი,
ლამაზი ქალბატონი ხარ,
ულამაზობის უგები,
რაც რამ რეგრესი ბობოქრობს,
მათ მართალ ლექსებს უღერი,
შენ გაგიმარჯოს მაია,
წაღმართობას რომ უმღერი!!!

No comments:

Post a Comment