ზოგი გვახსოვს ყოველ წუთას,
ზოგი ფიქრშიც აღარ დარჩა,
აწყვეტილს ჰგავს ზოგჯერ მუსტანგს,
მონატრება - ჭრელი ფარჩა.
ვერ წაიღო დრომ და ჟამმა,
კრთომა ციცინათელების,
ვერც იმ შემოდგომის ქარმა,
რომ გვებრძოდა გახელებით.
ჩემს სულშიაც ისევ ბჟუტავს
მცირე ალი იმედების,
მუდამ ჩემზე თუ არ ფიქრობ,
მაშინ რად მეიმედები.
No comments:
Post a Comment