Saturday, June 8, 2024

სასიკვდილო განაჩენი

ტალღა ტალღას ააყოლე,

ზღვაო, ნუღარ დამშვიდდები,

ვიცი ამბავს მომაყოლებ,

სიყვარულზე ერთი გედის.

რომ სიყვარულს ზოგჯერ არ აქვს 

საზღვარი და ნაპირები,

და ვერ იტანს იგი ღალატს,

გულს ესობა რაპირები.

და ის გედიც მარტო დარჩა,

ვერ დაუძვრა ისიც სიკვდილს,

რა დავარქვა ღალატს - აფთარს,

ახლა ვგრძნობ, მეც გვერდზე მივლის.

მკვლელს ამბავი მიუტანე,

ჩემზე იყოს დანარჩენი,

ჩემს თავს ხომ გამოვუტანე

სასიკვდილო განაჩენი.







No comments:

Post a Comment