Friday, June 14, 2024

ქართველი ხარ?!


ქართველი ხარ?!

- ჰე, მამულო, - გაიძახი,
ვეღარა სწევ მერანს აღვირს,
ტყუილად რომ გამოსძახი
გამეტებით გონგს და საყვირს.

არც წიქარა აღარა გყავს,
ის ერთგული მეგობარი,
ან მწვერვალზე როგორ ახვალ,
დაგლევია მეომარი.

ფარატინა ფურცელზეღა
თუ სწერია შენი გვარი,
აღარც მამის სახელი გაქვს,
არც მამული მზეობარი.

ქართველი ხარ? ვინ თქვა, სად თქვა,
რომ ატარე შენი ჯვარი...
პატრონი ხარ ვაჟას მთათა
და მემკვიდრე ფიროსმანის!

მაშ, იგელვე ლურჯა რაშით,
შემოსძახე თერგს და არაგვს
და ისუნთქებ ძლევით მაშინ, -
დაამარცხებ სულთა მპარავს.
მაია დიაკონიძე
14.06.2024 წელი

No comments:

Post a Comment