Thursday, June 27, 2024

მე რას მერჩოდი, მურადა!, კომენტარი ამირან გოდერძიშვილის

მე რას მერჩოდი, მურადა!
მე რას მერჩოდი მურადა,
ამ სისხლს ურევ და აოტებ,
რად ზიხარ, მითხარ, ძმურადა,
ამ სოფლის სასაფლაოზე.
აქ არც მომსვლელი არა ჩანს,
აღარავინ ხნავს ალოებს,
არვინ უგზავნის ყაბაჩას
ამ სოფლის საპატარძლოებს.
აღარც ზარების ხმა ისმის,
აღარც დალოცვა ხევისბრის,
აღარც ჭახუნი სასმისის.
აღარც ცხენებით შეჯიბრი.
ძაღლო, კაცის ძეს რა მიყავ,
ქცეულხარ სოფლის მცველადა,
შენ ხომ მაშინაც აქ იყავ,
მამა ბალახს რომ ცელავდა.
მაია დიაკონიძე
25.06.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
ულამაზესი ლექსი—- ქართველთა გამოსაფხიზლებლად!!!....

No comments:

Post a Comment