Sunday, June 23, 2024

იმედი

 იმედი

მივდევ იმედს ბადით ხელში,
რომ მგონია, დავიჭირე,
სულ ჭრელ-ჭრელი პეპლებივით,
უცებ ისევ გამიფრინდნენ.
ერთ წუთში ვარ ბედნიერი,
მერე ისევ წვიმა მოდის,
ვერ ვუპოვე ჩემს მდინარეს,
ვერც ფონი, ვერც კალაპოტი.
ამიტომაც უცაბედად
ისე მალე გავიწირე,
ვერ ვივარგე კვეს- აბედად,
ვერ დავტოვე განძი მცირე.
მაია დიაკონიძე
23.06.2024

No comments:

Post a Comment