Monday, June 24, 2024

ტკივილი

ტკივილი
ტკივილი ზოგჯერ უბრალოდ მოდის
და გრიგალივით გაგაკრავს კედელს,
დაუკაკუნებს ქვასავით როდინს,
ფეთქავს პულსივით და გაცლის ვენებს.
ტკივილის თუნდაც ერთი ნამცეცი
ზღვასა ჰგავს, სულში მთრთოლავს და მბორგავს
და თუ ვიქნებით ქვეყნად არცერთი,
ყვავილით კუბოს მაშ ვინღა მორთავს.
მაია დიაკონიძე
19.06. 2024 წელი

No comments:

Post a Comment