Thursday, June 27, 2024

გამიფერმკრთალდი!

გამიფერმკრთალდი, ცაო, უკვე აღარ ხარ ლურჯი,
შენი თვალები გადაფარეს შავმა ღრუბლებმა,
ახლა შენს გულში ვარსკვლავების ჩასახვას ვუცდი,
გამოანათონ ვით ალუბლებმა.

ბუ-ზარნაშონი დაიწყებენ ყეფას და ძახილს,
მეც მთვარეს, როგორც ჩემს დიდ მეგზურს დაველოდები,
ძვირფასი არის, ახლა ვხვდები, ყოველი წამი
მოზარნაშული ოქრის ზოდებით.



,

No comments:

Post a Comment