Monday, June 24, 2024

არავის ვეძებ!

არავის ვეძებ?!
არავის ვეძებ, ამიტომაც
ვპოულობ ვერვის,
სიხარულისთვის ზოგჯერ მყოფნის
ცეცხლზე ჩახანა,
მაგრამ რა ვუთხრა ან აწმყოს და
ან კიდევ მერმისს,
არ დაელია ამ ქვეყანას
ალხან-ჩალხანა.
ზოგი მწვადს იწვავს, ზოგი ქათამს
და ზოგსაც პურის
ნატეხი იქნებ ენატრება,
დახლიდან მიაქვს,
გარედან მესმის მგლის ყმუილი,
კივილი ტურის,
ოქროს ყანები გავატანეთ
ქარსა და ნიავს.
არავის ვეძებ, ამიტომაც
ვპოულობ ვერვის,
თუმცა ვკრეფ ისევ ცოლიკაურს,
ციცქას, მანავსაც,
მაგრამ რა ვუყო ან აწმყოს და
ან კიდევ მერმისს,
თუკი ამ გულში იმედების
ცეცხლი ჩანავლდა..
მაია დიაკონიძე
20.06/2024 წელი

No comments:

Post a Comment