Tuesday, June 4, 2024

როგორ ადვილად სწირავენ!


როგორ ადვილად სწირავენ!
ალბათ თუ ჩემთვის ყველა სიკეთე
ტკივილით უნდა გამომეთხოვა.

როგორ ადვილად სწირავენ,
როგორ ადვილად ჰკლავენ,
გულში ავი არ მინავლდეს, -
ზეცაში როგორ ავლენ.

ვით დაადუღოს დუღაბი
ცივგულიანმა კაცმა,
განა აქვს სიტკბო გულაბის, -
ცხოვრება არის ჯვარცმა.

თუ კი სისხლი არ აჩქროლდა
შენს მოკეთეს რომ ნახავ,
თუ გიდგას სისხლი მონღოლის,
შენს მიწა-წყალს თუ დახრავ..

ნეტავ რად გინდა ეგ ფული,
ოქრო-ვერცხლი და ლალი,
როცა სამშობლოს უჭირს და,
სახნისს ვერ გააქვს კვალი.

არას ქმნა ცუდად დაგრჩება,
გასწირავ შენივ მოდგმას,
ხვალ დაიწყევლი გაჩენას,
გავიგონებთ შენს მოთქმას.
მაია დიაკონიძე
1.06.2024 წელი 

No comments:

Post a Comment