წვიმა
როიალზე ცეკვავს წვიმა,
იქ ათენებს წყვდიად ღამეს,
იცის, მისი წკაპა-წკუპი
ამ ალალ გულს დამიამებს.
მაგრამ რად დგას ფანჯარასთან
ეს ლამაზი როიალი,
ნუთუ ვინმემ მოიტანა,
რომ შევავლო წუთით თვალი...
და წვიმს ისე გამალებით,
რომ მესმოდეს გულისფეთქვა,
ალბათ, უცნობს სიყვარულზე,
რაც უნდოდა ჩემთვის ეთქვა.
მაია დიაკონიძე
23.06.2024 წელი
No comments:
Post a Comment