ვარსკვლავების დიდი გროვა,
შენს თვალებში რომ დამენთო,
სიტყვათქმათა დავდგი გორა.
სიტყვას ისე რა ფასი აქვს,
როგორც სანთელს, თუ არ განთებს,
კარგი სიტყვა სანათია,
შავ ღამესაც გაგინათებს.
დაე, სიტყვა იყოს ლოცვა,
ნუ იქნება სამდურავი,
გაფრინდება ცაში როცა
ცისკრის ფერთა ანტურაჟით.
No comments:
Post a Comment