***
ხვალ სიმარტოვის მეჯლისზე წავალ,
იქ მე ვიქნები პირველი ლედი,
ხვალ სიმარტოვის მეჯლისზე მძებნეთ,
მე ჩემს ზღაპარში გამოწყობილი..
29.06.2012 წელი
ელგუჯა ციგროშვილის კომენტარი ლექსზე და სურათზე:
,, ხვალ სიმარტოვის
მეჯლისზე წავალ,
იქ მე ვიქნები
პირველი ლედი! -
შენს მარტოობას
ეღება ბოლო,
ვხედავ, რომ შენკენ მოფრინავს გედი!
კვლავ მეორდება
ძველი მითები,
იქნებ შენც იქეც მითიურ
,,ლედა"-დ
და თვითონ ზევსი გიახლოვდება,
დიადი ზევსი,
ქცეული გედად!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
29 . 06 . 2012 წელი
No comments:
Post a Comment