Tuesday, June 4, 2024

ერთი ცა

ერთი ცა
ერთი ცა მოგვცა უფალმა ღმერთმა,
ერთი მიწის ვართ მე და შენ შვილი,
შენ ჩემი ფიქრის იყავი დელგმა,
ჩემი სიზმრების თანმდევი ჩრდილი.
შენ სიყვარულის მაწვდიდი ნექტარს,
განმარიდებდი უკეთურს, ავსულს,
და ამ ცხოვრებას ლამაზს და ნეტარს,
განა დავარქმევ როდესმე წარსულს.
მაია დიაკონიძე
26.05.2024 წელი





No comments:

Post a Comment