Monday, June 24, 2024

სალაღობო (ფშაურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, მაია დიაკონიძის კომენტარით

 ბატონი ელგუჯა ციგროშვილის ლექსს წარმოგიდგენთ კომენტარით:

სალაღობო
(ფშაურ კილოზე)
სალონიკი ზღვის პირზეა,
აქ სხვა კადრი ატკბობს თვალებს...
ზღვის ტალღებშიც კი ვპოულობთ,
სალექსებელ კოხტა ქალებს.
ერთმანეთზე ულამაზესთ: -
ტანით, ფეხით, სახით, თმებით;
ოდისევსსაც ხომ ატკბობდნენ
სირინოზნი, – თავის ხმებით.
ჩრდილის ნაცვლად მათზე ვფიქრობთ,
თუმც სიცხეა გაგანია...
სამოთხიდან დღევანდლამდის
ქალი, — ტრფობის საგანია!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
20. 06. 2024 წელი
კომენტარი:
რა ჯობია ქართველ ქალას,
ზღვისპირეთი აქაც არის,
აქ შეიგრძნობ ღვთიურ ძალას,
დაგაძინებს რაღა ღამით.
ზევითაც მზე, ქვევითაც მზე,
ჩრდილი უნდა ძებნო ჭალის,
ვერავინ სჯობს ჩვენს პირიმზეს,
ტურფაც ნახე ორთაჭალის.
მაია დიაკონიძე
20.06.2024 წელი
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, Eka Gigauri და 26 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment