Thursday, June 27, 2024

შენ დაღლილი ხარ!

შენ დაღლილი ხარ!
შენ დაღლილი ხარ, მეგობარო,
შენ დაღლილი ხარ,
ვერ გაუმკლავდი ორთაბრძოლას,
დროსთან კორიდას,
სევდა მიწისთვის შენს თვალებში
ისე დიდია,
ისიც არ იცი, საიდან და
რისთვის მოვიდა.
აბარბაცდება მრუმე ნისლი
თეთრი მთებიდან,
და გამოჩნდება მწვერვალები
კავკასიონის,
იქნებ პასუხი სიმართლისა
მოგცეს თემიდამ,
გაუცემელი კითხვები არ
დაგრჩეს იოტიც.
მაია დიაკონიძე
27.06.2024 წელი



No comments:

Post a Comment