მე მიხარია, საქართველოვ, ვარ შენი შვილი,
რომ შენს მიწაზე დამირწია აკვანი დედამ,
შენი ჩონგური დღეს ვერ მღერის სიმებაშლილი,
კვლავ ვუსათუთებ ჩემს კერაზე ცეცხლის ნაღვერდალს.
თუ ალბიონზე აინთება მზე კიდევ ერთხელ,
ნიშანი არის, ცოცხალია ქართველი გენი,
გადავაგორებთ ამ დღესაც და რა არის მერე?!
უიმედობას შეუპყრივართ, - ვერ. აღწერ ენით.
მაინც ხმაურობს ალაზანი, თერგი, იორი...
და ფეთქავს გული სვეტიცხოვლის დიადი ტაძრის,
ვერ დადუმდება მიწა დიდი გალაკტიონის,
საქართველოა ჩვენი სუნთქვა, ცხოვრების აზრი.
მაია დიაკონიძე
21.08.2023 წელი
No comments:
Post a Comment