Friday, June 14, 2024

ვეღარა გცნობ, დედაჩემო!

ვეღარა გცნობ, დედაჩემო,
დაგიმძიმდა ქრისტეს ჯვარი,
მარტო მე ვით დაგიჩემო,
უკან მიდგას ქართველთ ჯარი.

ვერ გიმღერით ისე გულით,
სისხამზე რომ შაშვი გალობს.
დედამისის ვერშემქებელს 
უფალიც კი არა სწყალობს

პატრონად ჩვენ ვერ ვექმენით
მედეას და ოქროს საწმისს,
შეგვახსენებს  მზე ენკენის,
გარდასულთა დიად საზრისს.

მცირედ გვათბობს, ვითომ გვტუქსავს,
დედა ხელჯოხით რომ დადის,
უფლისაგან დალოცვილი
ჩვენც დაგვიცავს უფლის მადლით..

მის თვალებში ჩამქრალებში,
ვით ნისლებში ელვა კრთება,
და არ მაძლევს ამ ქარებში
არც ძილს და არც მოსვენებას. 








No comments:

Post a Comment