,,კ ი ს ე რ ს დაგიმშვენებს
კოცნის ღ ა რ ა დ ე ლ ა !" რა კარგი მეტაფორაა, ელგუჯა! შენს ლექსებს ულამაზესი ხატსახეები ამშვენებს და ამიტომ არის ლიტერატურულად მდიდარი შენი პოეზია! ძალიან კარგი ლექსია!
3
- მომწონს
- პასუხი
- 17 სთ
არც მოწყალებას არ ვითხოვ ვინმეს,
არ ვემოყვრები ყალბ ღიმილს, სიტყვას და თუ გული არ მოგიწევს ჩემკენ, სულ დაივიწყე, რაც ადრე გითქვამს.დამშრალი დამხვდა რიონი,
დამხვდა რიონი,
მიდიხარ
...და ასეც ხდება, გზები იყოფა გადაუკვეთელ პარალელებად. მიდიხარ, მრჩები მაინც სამყოფი: სუნთქვად, სინათლედ და გაელვებად... ვუყურებ ღამეს - სურათს მოსაწყენს (გავს მალევიჩის კვადრატს სარკმელი)... მიდიხარ, წითელ ტუჩსაცხს მომაცხებს, შენი ტუჩები - კოცნის ქარგებით. ეს სიყვარული შენ რას გარგებდა, სიგიჟის ხვედრით, შეუძლებლობით დაჭაობებულ გზებით გაგნებას ვცდილობთ (გაცილებ, და მე ვეფლობი) რომ სიღმეების ვეხები მწვერვალს, ლექსით თუ სიზმრით, ხილვის სიცხადით, როგორც მზე ჩადის და იწვერება, ისე ჩაგყვები სულით თიხამდე... გზები, გზებია, ქარის ბლონდებით, და უსასრულოდ მიდის, მრუდდება... მიყვარხარ! მაგრამ არ გელოდები, შენი ნებაა, თუ დაბრუნდები...ციკლიდან : ,, ს ა ლ ა ღ ო ბ ო "
თანამედროვე ,,შერეკილები"
(,,მშვენიერი მ ა რ გ ა რ ი ტ ა ს" სურათის კომენტარად)
,,მიყვარხარ", გიხმობ და გეძახი,
გესმის თუ არ გინდა გაიგო?!
ზეცაში მიფრინავს მერანი,
შევჯდები, მოგძახებ: ,,ადიოს".
მიმქონდეს თან შენი პერანგი,
კესანეს, იების ფერი აქვს,
მინდოდა ღმერთივით მეწამე,
შენი ვყოფილიყავ ფერია.
,,მიყვარხარ:, გიხმობ და გეძახი,
გესმის თუ არ გინდა გაიგო?!
ალბათ შუაშია მესამე,
ამიტომ ჭირვეულამინდობ..
ხომ შემპირდი სიყვარულის ღამე ასჯერ ათასი,
მაგრამ შვებულებაზეა გადასული პარნასიც,
ეროსიც კი, ტრფობის ღმერთი, ეგეოსზე ისვენებს,
მოალანდებს ლამაზ ქალ-ვაჟს სიყვარულის ქიმერებს,
აფროდიტა აგერ ჩემს წინ, ჭყუმპალაობს ზვირთებში,
ისეთია, რომ ხატავენ ზღაპრებსა და მითებში,
მას შესცქეირს ასი თვალი, მაგრამ იცავს ნაგაზი,
თუ კი ვინმე ახლოს მივა, შეტევაზე გადადის.
მე კი მარტო, როგორც ადრე, მივცემივარ ზმანებებს,
ნეტავ, შენზე ოცნებები თავს რატომ არ მანებებს?!
ველოდები, შვებულება გათავდება პარნასზეც,
და მუზების სამფლობელოს ისევ ზევსი განაგებს.
ჩემო ქადავ და ნაზუქო,
სული დავიტკბე ძილშია,
ხან იყავ ნაზი ნაზუქი,
გემრიელობდი პირშია,
ხან ქადა იყავ, ბერძნული,
ჩავვარდი გასაჭირშია,
ვიფიქრე, ბერძნულს ვერ შევჭამ,
არაქართველის ჯიშია,
,,მოდი და მე შამჭამეო",
ნაზუქმა ასე მირჩია.
არც მოწყალებას არ ვითხოვ ვინმეს,
არ ვემოყვრები ყალბ ღიმილს, სიტყვას და თუ გული არ მოგიწევს ჩემკენ, სულ დაივიწყე, რაც ადრე გითქვამს. -მაია დიაკონიძე 17.08.2022 წელიდამშრალი დამხვდა რიონი,
თავი დაედო ჭილოფზე, თევზების ბადეს ქარგავდა მზექალი კავასიონზე. მაია დიაკონიძე 16.08.2022წელიგურიაში
რა სიმშვიდეა, რა სიწყნარეა, ხანდახან ისმის ძაღლების ყეფა, და როგორც ადრე, ათი წლის წინათ, თეთრი ბლის ხეზე თეთრი ბუ ჯდება. მაია დიაკონიძე 16.08.2022წელიგურიის მთებში, გურიის მთებში,
თუ ერთხელ მაინც წასულხარ ნებით... გადაგავიწყებს ამ ქვეყნად ყველას, გულში ჩაგიკრავს ძლიერი მხრებით.. გურიის გზაზე,იქვე გზისპირას, მოკრიმანჭულობს წყარო ანკარა, დაღლილ მგზავრს პეშვით სულს დაგირწყულებს, აახმიანებს ,, ბუკს და ნაღარას". იქვე გაგიშლის სუფრას ხვავრიელს, ნაირნაირი, ჩამტკბარი ხილით, ორნახად ,,ჭაჭას" შემოგაშველებს, გეტყვის: მიირთვი, მადლია დილის... დაგალოცინებს გურიის წალკოტს, ბახმაროს მთიდან მქროლი ნიავი, ქედს მოიდრეკენ ამაყი მთები, ოღონდ არ გქონდეს ფიქრი სიავის. გურიის ცაზე, მზეს ბორჯღალოსანს, გაუფოფრია ოქროს დალალი, ვინც სიყვარულით სტუმრობს გურიას, მასზე ეს ლექსი იყოს ალალი... ც.აბაშმაძემოდიხარ წკრიალა წვიმებად,
სკდება და ფეთქდება კვირტები,
,,მიყვარხარ", არაფრით წამოგცდა,
არც ამბობ და არცა მპირდები.
მაია დიაკონიძემე ამ ცხოვრების უიღბლობა მომამტვრევს მაჯებს,
ჩემი ქვეყნისთვის ღობის ძირში ჩხირიც ვერ დავდე, ჩემო სამშობლოვ, შენ რომ ასე გტკივა და გიჭირს, ვიქნები შენი ჯარისკაცი, რიგით მეათე. მაია დიაკონიძე 15.08.2022წელიზეცას ჩამოსწყდა ძოწის საყურე
და ლურჯ მელნისფერ ზღვაში ჩავარდა, ავანსცენაზე მეც როლს ვასრულებ, ვხედავ, საცაა უკვე დაღამდა. წყალს მოეფინა ფარჩის რკალები, მთვარემ დაუშვა ალბატროსები, გადაიქროლებს გემი აფრებით, შემხედავ, მიცნობ და გაოცდები?! მაია დიაკონიძე 14.08.2022წელიკიდევ ერთი ექსპრომტი ,,მშვენიერ მარგარიტას"
,,პალიასტომის ტბა"
ციკლიდან : ,, ს ა ლ ა ღ ო ბ ო ."
ობლად რომ დარჩი!
ყურძენი
მიყვარს, მისი ჯიში და მისი ფესვი,
სულში
მუდამ მაქვს მისი სიტკბო, დუღილი მაჭრის,
თუ
შენი მიწის ვაზის ცრემლი წამლად არ შესვი,
მაშ
რაღად გიკვირს, უსამშობლოდ ობლად რომ დარჩი.
რაი მინდოდა?!
რაი
მინდოდა, არ ვიცი,
რისთვის
მოვედი, არც ისა,
ფაზისთან
მზე რომ ჩავარდა,
გადაიქცა
ოქროს საწმისად,
დღეს
მზე ატარებს ჩაბალახს,
უჭირს
არაგველს სამასსაც,
აღარ
დაგვადგა საშველი,
ძმის
ხელით ძმა სვამს სამსალას!
,,შვილო ზურაბო, სადამდე?!"
გულმკვდარი დედა ეძახდა, მისი დარდები თალხავდნენ უსასოოდქმნილ მზეკაბანს, შემდეგ იელვა მრავალგზის, თავსხმა დაეშვა თავქვე და, სურამის ციხეს ნაბადი გადააფარა განგებამ. დედას გულმკვდარს და ქვადნაქცევს ცა შეეხიდა სვეტადა, ზედ დაეკონა კალთაზე, სამყაროს ფერი იცვალა. მაია დიაკონიძე 19.08.2022წელიისეთი კარგი ხარ, როგორ არ შეგაქო,
ღრუბლებში დავფრენდით, წუხელის მესიზმრა,ასე მგონია, შენმა გულმა ფერი იცვალა,
ზღვაო, მითხარ, გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ,
შენი თვალების სველი სილურჯე,
ზღვაო, შეგსვამ ფიალებად,
სალაღობო
გუშინ ვზივარ პლიაჟზე, საყვარელმა ბიჭუნამ, ათუკა ერქვა, მიიქცია ჩემი ყურადღება, სამი-ოთხი წლისა იყო, ძმასთან ერთად ჭყუმპალაობდა ზღვაში, ის სადღაც თორმეტი- ცამეტი წლის იქნებოდა. სიხარულით ეთამაშებოდა პატარას. სანაპიროზე ისხდნენ მათი და, დედა, დეიდა და ბებია. ქალები ზევით უხმობდნენ პატარას, ამოდი, გეყოფა წყალში ყოფნაო, გაიწევდა ათუკა, უფროს ძმას ეტყობა არ უნდოდა გაშვება და ეუბნებოდა, არ ახვიდე, თორემ გაკოცებენ და ბაყაყად გადაიქცევიო, ესეც უკან ბრუნდებოდა, მოკლედ ორ ცეცხლს შუა იყო, ქალების კოცნის ეშინოდა, ბაყაყად არ გადაქცეულიყო, იმდენი ვიცინე, უფროსი ძმა მომავალი ცხოვრებისთვის თუ ამზადებდა...ზოგი ქალის კოცნა კი გადაგაქცევს ბაყაყად, ისეთი შხამიანია, უნდა ვაღიარო, ჩემი ქალების მიმართ სოლიდარობის მიუხედავად.
ვხვდებით გაზაფხულს!
ვხვდებით გაზაფხულს!
გადაღლილები ვხვდებით გაზაფხულს,
დანასუსხარი სულის ტკივილით,
მაგრამ სჩვევია მიწას დანაღმულს,
ამოფეთქება ვარდის, გვირილის.
დაგვაყრის კვირტებს ზეცა უძირო,
თეთრი ყვავილის წამოვა თქეში,
და მინდა მუდამ ამ ცას ვუმზირო,
ლურჯმოკამკამეს აპრილის მზეში.
ისევ შენ ერთი გამახსენდები,
თოთო ღრუბლები ცურავენ მაღლა,
და ცისარტყელას შვიდივე ფერით
გადმოეშვება ზღაპრული ფარჩა.
მაია დიაკონიძე
15.08.2022წელი
სუნთქვა ხარ ჩემი და სიცოცხლის ძალის მომცემი,
ასეთი კარგი, შემიძლია?! არ შეგიყვარო,
ვიცი რომ ღამით, ლაღ სიზმრებში ისევ მომელი,
რომ ჩვენი იყოს, თუნდაც წამით, მთელი სამყარო.
ხელებს ჩაგჭიდებ და ლაღ მხრებზე შემოგეხვევი,
უსურვაზივით გადაგკიდებ ჩემს ლამაზ მკლავებს,
და ეროსივით ვენახია შენი ედემი,
და ვნება დიდი საწნახელში ჩემს ყურძენს დაჭყლეტს.
მთვარევ, რად არ ამოხვედი,
ცისფერი ცისფერს ელაციცება,
ცა და ზღვა ქმნიან უცნაურ ტანდემს,
მეც უსასრულო ფრენა მინდება,მე ისევ ისე მტკიოდი, მწამდი,
და ვოცნებობდი ისევე შენზე,
თუმცა ეს წლები ზესწრაფად გადის
და ფოთლებივით მაკვდება ტერფზე.
მოვიტოვე, ღმერთო, უკან მოვიტოვე,
ჩემი დიდი სიყვარული - ზღვა და ყურე,
სადაც მარტონი ვრჩებოდით მე და შენ და,
სადაც ნაზავი გვხვდებოდა ათას ფერთა,
ვერ ვთქვი მაინც, რაც მინდოდა შენთვის მეთქვა.
ჩვენივ წარსული ისევ ჩვენივ ფესვებში ვძებნე,
რაა საფლავი, ღვინის წვეთი თუ არ დაიქცა,
და უპატრონო სასაფლაო მიუკრავს მკერდზე,
ნუთუ აქ ვხედავთ აყვავებულ ქვეყნის საწინდარს.
გაჟღენთილია ცა და მიწა საკმევლის სუნით,
ხატები ტირის, თუ არ გინდა რომ დაინახო?!
როგორ გექნება, შენ, ქართველო, სპეტაკი სული,
თუ არ დალაშქრე შენი ფეხით ყველა ციცაბო.
ნეტავ რად უყვართ ან არ უყვართ, ვის რას გაუგებ,
ფუტკარიც როდი ეკარება სუყველა ყვავილს,
და მოლოდინი ჰკვებავთ ზოგჯერ ადამიანებს, —
იმ ერთადერთის ერთხელ ნახვის სულ ერთი წამით.
======================
მოაქვს ქვა-ღორღი მთიდან მდინარეს,
ბარში დაყრის და გვაოცებს ამით,
შხეფებს რომ ისვრის ცისარტყელებად,
ჩემთვის ისაა სიცოცხლის ჩქამი.
---------------------------
სად არ ვიარე, რა არ ვნახე, ვინ არ ვიცანი,
მაგრამ ცხოვრებას ვერაფერი მე ვერ გავუგე,
ზოგჯერ სიცოცხლედ დაგიჯდება ცდა და მიზანი
და მოსასვლელად შენთან სიკვდილს კარსაც გაუღებ.
ნეტავ შემეძლოს მოსვლა შენამდე, ჩვენს შორის შლეგი მდინარე ხივის... უცვლელი დროის ბინდით შენაფერს შენზე მოლოდინს, აკრთება სხივი და ვარსკვლავების მბრწყინავ მორევში იძირებიან ჩემი ნატვრები, ამ აუტანელ სიმყუდროვეში ვწევარ, ვფიქრობ და კვლავ მენატრები
არ შეგიძლია, სიყვარული, გულს მაინც ნუ მტკენ,
ნუთუ ძნელია, ესთეტიკის დაიცვა ნორმა,
მე რომ ველოდი აყვავებულ ალუბლებს, ნუშებს,
ნუღარ დააზრობ, ნუ მოყინავ, გვედრი ჩემს მგოსანს.
დაე, იხაროს ყვავილებმა სამოთხის ბაღის,
არ დაგჭირდება შენ ლოდინი და დიდხანს მოცდა,
მე ავყვავდები, როგორც თეთრი ფიქალი ვარდი,
და მოგართმევენ ძღვენს სასურველს, ვით დიად ხონთქარს.
საქმეზე მივდიოდი, ავტობუსში ავედი, დავჯექი, მობილურში ვიყურები, ამის გარეშე ვეღარ ვძლებ, არა და შვილებს ვუჯავრდებოდი, უეცრად წითელმა კაბამ მომტაცა თვალი, ახალგაზრდა ქალს ეცვა, გარუჯულს, თავზეც წითელი ბაფთა გაეკეთებინა მაღლა აწეულ თმებზე. შევათვალიერე, სიმპატიური გახლდათ, რუჯიც უხდებოდა, ტუჩებზე მუქი წითელი პომადა ესვა, თვალები ლამაზად შეღებილი, თვალი ჩამოვაყოლე დაბლა, ვხედავ ბიუზჰალტერი არ აცვია, მეორე და მესამე ღილებს შორის შეხსნილია კაბა და შიშველი მკერდი უჩანს, მეც კი, ქალმა შევაპარე თვალი ღრიჭოში, ცუდი არაფერი დამწამოთ, კიდევ ქვევით ჩამოვუყვი თვალით, სადაც ფეხები იწყება, იქიდანაც გახსნილია კაბა, ნეტავ, საცვალი თუ აცვია -მეთქი, გავიფიქრე. წარმოიდგინეთ, მეც კი მოვწყვიტე თვალი მობილურს და იმ ქალს მივჩერებოდი, კაცებს რა მოუვიდოდათ. აი, ვინ გადაარჩენს ისევ კაცობრიობას. - ქალი, თავისი მომხიბლაობით. ესღა ვთქვი გულში და ისევ მობილურს მივაჩერდი. სხვანაირად არ გამოდიოდა, თორემ ასეთ სილამაზეს შეიძლება საათობითაც უყუროს ადამიანმა, რომ დახატოს. ნახატს დავარქმევდი ,,წითელი მზე ყვითელ უდაბნოში", ავტობუსი ლურჯი იყო, თორემ დავწერდი, ყვითელ ავტობუსში.
კაცობრიობის მთელი სევდა გულში ჩამიწვა,
და როგორც მგელი, მარტოხელა, შევყმუი მთვარეს,
ნაჭრილობევი იარები ისევ ამეწვა,
თითქოს ვუსმენდე პრელუდიას ყალბსა და მდარეს.
მტკივა რიონი, ალაზანი, ენგური მტკივა,
სულისშეძვრამდე მენატება მამული ჩემი,
ღმერთმა, ვიცი, რომ მიტოვება არ მაპატია,
ამიტომ მესმის ყოველ ღამე ტირილი მერცხლის.
სიკვდილის წერა გავხდებით ყველა,
ადრე თუ გვიან გავცურავთ ლეთას,
მე ის მადარდებს, ჩემს სამარეზე,
თუ გაისმება ქართველის კვნესა,
თუ აყვავებულ ბაღს და წალკოტებს,
სხვა ჯიშის კაცის გენი წაიღებს,
მაშინ, ჰე, ღმერთო, რაღას მაცოცხლებ,
შავეთის კარი დღესვე გამიღე.
ვაჟო, რას გადაგეკიდე,
რაად არ გაცლი ძილსა,
ხან სიზმრებ უნდა მოვიდე,
ხანაც აგირევ ფიქრსა,
ვერაფრით ვერ გამიგია,
რა უშენობა მჭირსა.
მაგ ტუჩიდან შევსვი ტკბილი ნექტარი,
ალუბლების და მარწყვების გემოთი,
როგორც ადრე, დღესაც ისე შეგხარი,
ისევ მზეობ, როგორც ადრე მზეობდი.
არ მინდოდა შენთვის ამის გამხელა,
ჩემი სულის შენ ხარ აის-დაისი,
მეზარება ისე თვალის გახელა,
თუ ვერ გნახე შენ ასული მაისის.
მეყვარები ალბათ, ჩემო, ყოველთვის,
რომ მიყვარხარ, ეგ რა დასამალია,
შენ გარეშე იბინდება ყოველი,
შენ ხარ ჩემი ჭია, ჭია მაია.
,,აგვამაღლებსო სიყვარული", წინაპართ უთქვამთ,
და ჩემს თვალებშიც სიყვარულის ცეცხლი ანთია,
მიყვარს ყოველი, ქვა, მდინარე, ხის ხავსი თუნდაც,
სიკეთის ქმნისა ძალა ჩემში ათჯერ-ათია.
ბოროტებასთან ვერ ვთანხმდები, კეთილი მძალავს,
დე, მან გაიდგას ფესვი ძლიერ ჩემს ნატანჯ სულში,
და თუ ლოცვები, გალობანი ზეცაში ავა,
შენც არ მოკვდები არასოდეს ღვთის კეთილ გულში.
მე ყვავილების სიყვარული მაცოცხლებს დიდხანს,
ქრიზანთემების, მაგნოლიის ფერების გამა,
ქარი წამიღებს, თან გამატანს იების სურნელს,
მინდა შეიგრძნოს სილამაზე ამქვეყნად სხვამაც.
გვირილების ველს გადავუფრენ ცოტათი ყვედრით,
,,არ უყვარდიო", ასეთია ვერდიქტი, დასკვნა,
მინდოდა დიდი სიყვარული და სითბო მეტი,
მაგრამ რა ქნას იმ გვირილამაც და უცხო ქარმაც.
განა კი ვინმეს ვყვარებივარ, ეს იყო ფარსი,
წლები გავიდა, გავახსენდი არავის თუნდაც,
და მხოლოდ ახლა შევიგრძენი ცხოვრების არსი, –
ყვავილებსაც კი თუ უყვარხარ, მოხვიდე უნდა.
სანამ სული სულად მქონდა,
სანამ ვარდი ვარდად იყო,
მომხვეოდი, არ გინდოდა,
დავჭკნი უკვე, რაღა გიყო.
კუპიდონი ძილში შემომისახლდა,
მომართვა და მასვა ალადასტური.,
მოვლენების განვითარდა ტრიადა,
სიყვარულის ახსნა, კოცნა, დასტური.
განქარდა და გაიფანტა ნისლები,
შემოფრინდნენ თეთრი შუქის ქალწულნი,
ლამაზები, როგორც ნაზი ნიმფები,
ვით მუზები, ზევსის ლაღი ასულნი.
მომაფრქვის ქარვა, ვარდი, მუსკუსი,
გამაფრინეს, სადაც თურმე მელოდნენ,
იქ ვისმინე თეთრი მტრედის ღუღუნი
და ვემთხვიე ჩემს ცისფერ ანგელოზებს.
,