Thursday, August 25, 2022

როგორც მელანში (სატრფიალო)

როგორც მელანში, ამოვაწობ ჩემს კალამს ზღვაში,
ლექსის საწერად შემოვიხვევ ტალღების ბისონს,
გადავიზომავ სტრიქონების მადლიან არშინს,
ვერდაუწერილ სურნელოვან რითმებად გიხმობ.
დაიწურება მზე ალუბლად ჩქერების ტევრში,
და სისხლისფერი შეერევა ჩემს ნატიფ მკლავებს,
ვიცი, უცილოდ გამომარჩევ პოეტში ბევრში
და სხვებზე კარგად შენ გაიგებ ამ გულის ნადებს..
ბისონი - შესამოსელი
მაია დიაკონიძე
25.08.2022წელი

No comments:

Post a Comment