Wednesday, August 10, 2022

სატრფიალოები (ხალხურ მოტივებზე)

გიყვარვარ, ვიცი, გიყვარვარ,
არ კი ამბობ და ამხელ,
შენი თვალების მინანქარს
ღიმილის სალტე დასდევ.
მომაფრქვევ, როგორც მზის სხივებს,
დამანთებ, როცა მოხვალ,
ცეცხლებ რომ წამომიკიდებ,
წყალიც მაასხი ცოტა.
 ----------------------------
ათასჯერ გადმოვიხედე
კოშკიდან, ვერ დაგინახე,
მერე მოხვედი და უცებ
ზეცაში გამამიტაცე.
ახლა ღრუბლებში დავფრინავ,
ვეღარ ვეშვები მიწაზე,
ვაჟო, ეგ შენი მადლია,
შენ მამეც გულის სინაზე.


No comments:

Post a Comment