,,შვილო ზურაბო, სადამდე?!"
გულმკვდარი დედა ეძახდა, მისი დარდები თალხავდნენ უსასოოდქმნილ მზეკაბანს, შემდეგ იელვა მრავალგზის, თავსხმა დაეშვა თავქვე და, სურამის ციხეს ნაბადი გადააფარა განგებამ. დედას გულმკვდარს და ქვადნაქცევს ცა შეეხიდა სვეტადა, ზედ დაეკონა კალთაზე, სამყაროს ფერი იცვალა. მაია დიაკონიძე 19.08.2022წელი
No comments:
Post a Comment