Tuesday, August 9, 2022

 იქნებ ვირჩიე მდორე ცხოვრება,

მით ვერ მივიღე ხსნა და ცხონება,

მუდამ თანა მდევს გიჟმაჟი თერგი,

ზნეს და ხასიათს იმისას ვეტრფი.

ჩემს გულში ბორგავს ზღვა ქარიშხალი,

შური არაა ჩემში მისხალიც,

იმ მოჭიკჭიკე ბავშვობის მერცხლებს

ვეღარ ვპოულობ და მაინც ვეძებ.

,



No comments:

Post a Comment