Friday, August 26, 2022

,,პალიასტომის ტბა"

 ,,პალიასტომის ტბა"

პალიასტომის ტბა მშთანთქავს თითქოს,
გულში დარდები წვება წყებებად,
სულ ტყუილად ვუხმობ საშველად თვისტომს,
მაღლა აწევენ მალე ცერებსაც.
არენა, თითქოს ვრცელი და დიდი,
ჩემთვის აღმოჩნდა ვიწრო გალია,
დრო უფერულად და სწრაფად მიდის,
ერთი შეცდომაც არ მაპატია.
პალიასტომის ტბა მშთანთქავს თითქოს,
იძვრის და რისხვას ისვრის შხეფებად,
მე ზედაპირზე ამოსვლას ვცდილობ,
გამომაფხიზლონ იქნებ გენებმა.
მაია დიაკონიძე
22.08.2022წელი

No comments:

Post a Comment