Friday, August 26, 2022

სალაღობო (სატრფიალო)

 სალაღობო

საამური დღე დაუდგათ პაწაწინა ამურებს,
მათგან ისრით განგმირული გული ვის არ აცდუნებს,
მე ლურჯი ზღვა შემიყვარდა, მგვრის სიწითლის ალმურებს,
მეფერება და პეშვებით ჯადოსნურ წყალს მასხურებს.
მინდა ხელით რომ დავუძვრე, დამადევნებს ზვირთებსაც,
ტალღებს ლაღად აქოჩრილებს, მეც მას ვიდებ მიზეზად,
ჩამითრევენ ისევ ზღვაში, მაქვს დიდი ხნის დილემა,
თუ არ მტოვებ შენთან ზღვაო, გამახედე მზისკენაც.
მაია დიაკონიძე
21.08.2022წელი

No comments:

Post a Comment