საქმეზე მივდიოდი, ავტობუსში ავედი, დავჯექი, მობილურში ვიყურები, ამის გარეშე ვეღარ ვძლებ, არა და შვილებს ვუჯავრდებოდი, უეცრად წითელმა კაბამ მომტაცა თვალი, ახალგაზრდა ქალს ეცვა, გარუჯულს, თავზეც წითელი ბაფთა გაეკეთებინა მაღლა აწეულ თმებზე. შევათვალიერე, სიმპატიური გახლდათ, რუჯიც უხდებოდა, ტუჩებზე მუქი წითელი პომადა ესვა, თვალები ლამაზად შეღებილი, თვალი ჩამოვაყოლე დაბლა, ვხედავ ბიუზჰალტერი არ აცვია, მეორე და მესამე ღილებს შორის შეხსნილია კაბა და შიშველი მკერდი უჩანს, მეც კი, ქალმა შევაპარე თვალი ღრიჭოში, ცუდი არაფერი დამწამოთ, კიდევ ქვევით ჩამოვუყვი თვალით, სადაც ფეხები იწყება, იქიდანაც გახსნილია კაბა, ნეტავ, საცვალი თუ აცვია -მეთქი, გავიფიქრე. წარმოიდგინეთ, მეც კი მოვწყვიტე თვალი მობილურს და იმ ქალს მივჩერებოდი, კაცებს რა მოუვიდოდათ. აი, ვინ გადაარჩენს ისევ კაცობრიობას. - ქალი, თავისი მომხიბლაობით. ესღა ვთქვი გულში და ისევ მობილურს მივაჩერდი. სხვანაირად არ გამოდიოდა, თორემ ასეთ სილამაზეს შეიძლება საათობითაც უყუროს ადამიანმა, რომ დახატოს. ნახატს დავარქმევდი ,,წითელი მზე ყვითელ უდაბნოში", ავტობუსი ლურჯი იყო, თორემ დავწერდი, ყვითელ ავტობუსში.
No comments:
Post a Comment