Tuesday, August 9, 2022

 მაგ ტუჩიდან შევსვი ტკბილი ნექტარი,

ალუბლების და მარწყვების გემოთი,

როგორც ადრე, დღესაც ისე შეგხარი,

ისევ მზეობ, როგორც ადრე მზეობდი.

არ მინდოდა შენთვის ამის გამხელა,

ჩემი სულის შენ ხარ აის-დაისი,

მეზარება ისე თვალის გახელა,

თუ ვერ გნახე შენ ასული მაისის.

მეყვარები ალბათ, ჩემო, ყოველთვის,

რომ მიყვარხარ, ეგ რა დასამალია,

შენ გარეშე იბინდება ყოველი, 

შენ ხარ ჩემი ჭია, ჭია მაია.




No comments:

Post a Comment