Monday, August 1, 2022

ახლავე მითხარი, (სატრფიალო) კომენტარებით: ავთანდილ ჟღერია

ახლავე მითხარი, თუ აღარ გიყვარვარ,
რომ აღარ ვუყურო თეთრ ღრუბლებს ოცნებით,
გავწყვიტო კავშირი  სახეთა მირაჟთან,
რომ აღარ გიმზერდე გზნება - გაოცებით.
რომ აღარ ვიფრონო ლურჯ ველზე რაშებით,
თუ კი შენს სიყვარულს დრო - ყავლი გასვლია,
მითხარი და მივცე ლეთას ეგ სახელი,
ჩემს სულს რომ ნაჭდევად ცხელ გულზე ატყვია.

კომენტარი: ავთანდილ ჟღერია

ახლა ავად ვარ
ვერაფერს გეტყვი,
გარდა იმისა რაც
ადრე მითქვამს,
შენ არ იჩქარო
ლამაზ თვალებავ
შენ სიყვარულის
ღირსი ხარ
დიდხანს.

როგორ მინდოდა მომესმინა სიტყვები შენი,
თუმც უცნაური ამ ბოლო დროს  შეგყრია სენი,
თუ კი ღირსი ვარ სიყვარულის და ისევ მელი,
გამოვფრინდები, ფრთებს მოვისხამ ხატულა პეპლის.



No comments:

Post a Comment