მე შენგან არაფერს აღარ ველოდები,
ერთ გაღიმებას გთხოვ მხოლოდ,
იმქვეყნად იმედით მჯერა რომ ვცხონდები,
იქ მივალთ სუყვლა ბოლოს.
სანამდე აქა ვარ, მაჩუქე ღიმილი,
სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს,
და ვხედავ, შენც უკვე ბავშვივით იცინი,
როგორ დაგივიწყებ ამას.
No comments:
Post a Comment