Monday, August 8, 2022

მოხვიდე უნდა!

 მე ყვავილების სიყვარული მაცოცხლებს დიდხანს,

ქრიზანთემების, მაგნოლიის ფერების გამა,

ქარი წამიღებს, თან გამატანს იების სურნელს,

მინდა შეიგრძნოს სილამაზე ამქვეყნად სხვამაც.

გვირილების ველს გადავუფრენ ცოტათი ყვედრით,

,,არ უყვარდიო", ასეთია ვერდიქტი, დასკვნა,

მინდოდა დიდი სიყვარული და სითბო მეტი,

მაგრამ რა ქნას იმ გვირილამაც და უცხო ქარმაც.

განა კი ვინმეს ვყვარებივარ, ეს იყო ფარსი,

წლები გავიდა, გავახსენდი არავის  თუნდაც,

და მხოლოდ ახლა შევიგრძენი ცხოვრების არსი, –

ყვავილებსაც კი თუ უყვარხარ, მოხვიდე უნდა.


No comments:

Post a Comment