Tuesday, August 2, 2022

სულში ისევ... (სატფიალო)

“სანამ გიყვარვარ, მე არ მოვკვდები”.
ზინა სოლომნიშვილი
სულში ისევ ამტყდარია ქარიშხალი,
ნაგროვებ წლებს ის არაფრად არ თვლის,
ისვ ისე ედინება ტრფობის ქარი,
ეფერება ბაღში რტოებს ვაზის.
ხელზე მკოცნის და მეძახის: ,,ქალბატონო,
შენს სიყვარულს ეს გული ვერ იტევს"
და მეც ისევ ვეგებები სალაღობოდ
იფნის ტყეებს და მზისგულა ჩიტებს.
გაწოლილა მთის კიდურზე თეთრი ნისლი,
და ჩემს თმებზე თეთრ ფიფქებად ათოვს,
მაგრამ მაინც მისათუთებს ოქრო ილის,
და ის ღამეც, ვით ზღაპარი, მახსოვს.
მაია დიაკონიძე
2.08.2022წელი

No comments:

Post a Comment