Tuesday, August 9, 2022

მინიმა

თუ გიყვარს, დაწერ სიყვარულზე, ჩემზე და შენზე,
ბალახზე, ვარდზე, ჩიტზე, ცაზე და უფრო მეტზე,
და თუ არ გიყვარს, ვერაფერზე ვერ დაწერ მაშინ,
მიეძალები ღვინოს, თრიაქს, არაყს და ჰაშიშს,
თუ გიყვარს, მაშინ უფალთანაც იპოვი კავშირს. 

No comments:

Post a Comment