ცისფერი ცისფერს ელაციცება,
ცა და ზღვა ქმნიან უცნაურ ტანდემს,
მეც უსასრულო ფრენა მინდება,ვიქცე თოლიად და ცაში გავქრე.
სიმწიფის ფერი ნავარდობს ჩქერში,
მზემ ალუბლების წვენი დაწურა,
მეც იმ ალუბლის სიტკბოთი ვთვრები,
ლურჯი ზღვა მიშლის ტალღებს სასთუმლად.
მაია დიაკონიძე
22.08.2022წელი
No comments:
Post a Comment