შენ ახლა წევხარ გიშრის ღამეში,
მთავრე გირეკლავს: თეთრს, მოკიაფეს; და მე შუქივით მოვალ თვალებში შენი ლექსების სხივმობინადრე. გაგიტაცებენ ჩემი ფიქრები მძაფრი ვნებების შმაგი ცხენებით... ვიდრე რიჟრაჟად არ აინთები, ღვივან სურვილით განახელები. იკვეთებიან ჩვენი ლექსები, როგორც ხანძრების ერთვის კერები... გული პირთამდე შენით მევსება, მკერდზე მეღვრები და მეფერები...
No comments:
Post a Comment