გუშინ ვზივარ პლიაჟზე, საყვარელმა ბიჭუნამ, ათუკა ერქვა, მიიქცია ჩემი ყურადღება, სამი-ოთხი წლისა იყო, ძმასთან ერთად ჭყუმპალაობდა ზღვაში, ის სადღაც თორმეტი- ცამეტი წლის იქნებოდა. სიხარულით ეთამაშებოდა პატარას. სანაპიროზე ისხდნენ მათი და, დედა, დეიდა და ბებია. ქალები ზევით უხმობდნენ პატარას, ამოდი, გეყოფა წყალში ყოფნაო, გაიწევდა ათუკა, უფროს ძმას ეტყობა არ უნდოდა გაშვება და ეუბნებოდა, არ ახვიდე, თორემ გაკოცებენ და ბაყაყად გადაიქცევიო, ესეც უკან ბრუნდებოდა, მოკლედ ორ ცეცხლს შუა იყო, ქალების კოცნის ეშინოდა, ბაყაყად არ გადაქცეულიყო, იმდენი ვიცინე, უფროსი ძმა მომავალი ცხოვრებისთვის თუ ამზადებდა...ზოგი ქალის კოცნა კი გადაგაქცევს ბაყაყად, ისეთი შხამიანია, უნდა ვაღიარო, ჩემი ქალების მიმართ სოლიდარობის მიუხედავად.
No comments:
Post a Comment