ქაფქაფა სისხლი, რომ ზავდება ჰაერში შენკენ,
დო, რე, მი... მისდევს ბგერები ბგერებს,
წვება კოლტებად და ყელ-ხორხში მკვრივდება სუნთქვა,
ასე იქნება ნეტავი მუდამ?
ნუთუ ბგერების და სიტყვების არ გაქვს მარაგი?!
ნუთუ არა ხარ სხვებზე თამამი?!
რომ მომაწოდო, ვით ავადმყოფს ცოტა ჰაერი?!
ხედავ, ხაფანგში, როგორ გავები?!
No comments:
Post a Comment