Friday, February 28, 2025
სანამ (თოვლის მეფე)
სატრფიალოები (ხალხურ მოტივებზე)
გიყვარვარ, ვიცი, გიყვარვარ,
Thursday, February 27, 2025
მაია დიაკონიძის მოკლე ავტობიოგრაფია
მაია დიაკონიძის მოკლე ბიოგრაფია
მაია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა ქ. თბილისის 149- საშ. სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით, ასპირანტურა ამავე სპეციალობით. მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ ჟურნალ-გაზეთებში (,,ფინანსები", ,,გადასახადები") ეკონომიკურ მიმომხილველად. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის და სტატიის ავტორი ეკონომიკის მიმართულებით. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ჰუნანიტარულ ინსტიტუტში.
მაია დიაკონიძე 2012 წლიდან ჩაერთო ლიტერატურულ მოღვაწეობაში. არის ორი ლირიკული ლექსების კრებულის ,,კოცნას მიგზავნის იასამანი"(2017 წელი) და ,,რა იცის ქარმა?!"(2023 წელი), ასევე ხუთი საბავშვო წიგნის ,,იოცნებეთ ყველამ"(2015 წელი), ,,ფანქრის მთლელი" (2018 წელი), ,,სახალისო ანაბანა"(2020 წელი), ,,ორომტრიალა" (2023 წელი) და ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი"(2023 წელი), რომელშიც მან მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია(2024 წელი). ქალბატონი მაია სხვა მრავალი პრემიის მფლობელია: ორგზის ,,შოთაობის" (მეორე პრემია, 2013, 2017 წელი), ,,წმინდა ნინოს ფესტივალის" სამზის ნომინანტი (2017, 2018, 2022 წელი) , ჟურნალ ანეულის მიერ დაარსებული რევაზ ინანიშვილის სახ. კონკურსის სპციალური პრიზის მფლობელი (2021 წელი), კონკურსის ,,ემიგრანტის წერილი" ფინალისტი ესსეებში (2014 წელი), საბავშვო პროზაში ,,ბუკნაჭოს" ლიტ. კონკურსის - მესამე პრემიის , ლიტერატურული კონკურსის ,,ივერიას" პრემიის - ,,საუკეთესო ნოველის ავტორი" (2019 წელი), მარიკა ბარათაშვილის (2023 წელი), შიო მღვიმელის პრემიების მფლობელი (2022 წელი), თამარიონის ენდალმა ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ქალბატონი მაია დიაკონიძე არის მწერალთა კავშირის, ასევე მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში.. მისი ნახატები შეტანილია სხვადასხვა კატალოგებში.
დაგელოდები (სატრფიალო)
დაგელოდები...
დაგელოდები, თოვლს ჯერარმოსულს,
ვით სიფრიფანა თეთრ თოვლის ფანტელს,
ამ მიწას ათას ყვავილზე ორსულს,
არ აუშენებ ფიფქთა ციტადელს?!
არ გაახარებ ფაფუკი მოსვლით,
არ მოახურავ ატლასის საბანს,
მოდი ფიფქებად, თეთრ თოვლად მოდი,
ბრჭყვიალით, რომ ჰგავს ბროლსა და სადაფს..
მაია დიაკონიძე
30.01.2025 წელი
როდესაც წავალ (მინიმა)
მე არავინ ვარ, არაფერი,
წამი ვარ დროში,
როდესაც წავალ,
დახურეთ პორტალი,
რომ არ დავბრუნდე
და არ ვიგრძნო
წამის სიმძიმე.
სახუმარო (მინიმა)
ზოგს ღიმილი, ზოგს - დიდება,
მამას!
დღეს მამებზე მინდა ვილაპარაკო, თუ რამდენად აუცილებელია მათი ჩართულობა შვილის აღზრდაში. მამა რომ თავისი საქციელით მაგალითის მიმცემია შვილებისთვის, ყველამ ვიცით, მაგრამ ის შვილის სწავლების პროცესშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. თუმცა დღევანდელ დღეს, როცა მამების ნაწილი სახლში არაა და საზღვარგარეთ არის საშოვარზე წასული ან აქ მძიმე შრომითაა დაკავებული, ძნელია რამე მოვთხოვოთ, არა და რა აუცილებელია შვილებისთვის მამის სითბო და ყურადღება.
დაეშვა ციდან (ზამთარი)
Wednesday, February 26, 2025
მინიმები
მინდა, რამე ვთქვა ძალიან კარგი,
დიდ პოეზიით ნამარხულევმა,
მაგრამ გამიცვდა სიმები ჩანგის,
არ გამახარა დარდმა ულევმა.
---------------------------
მიჯნურისათვის ვწერე უსტარი,
ქაჯეთის ციხით გამომწყვდეულმა,
შევთხოვდი უფალს ხვეწნა-მუდარით,
იბედნიეროს ჩემმა რჩეულმა.
ზამთრის სურათი
ზამთრის სურათი
რამდენი დამრჩა სათქმელი!
- 12. 2021 წელი
Tuesday, February 25, 2025
მინიმა
ამოგეწურა ჩემთვის სათქმელი,
Monday, February 24, 2025
განა (ცხოვრებისეული)
ბატონ ამირან გოდერძიშვილს! პასუხი ბატონი ამირან გოდერძიშვილის
ძლივს გადავიტანე... სახუმარო
ერთხელ იქნებ ყველაფერი წაიშალოს,
ამოვვარდეთ ამ ინტერნეტსივრციდან,
აღარავინ გვეტყვის ,,ზდრასტე", ,,ჰელო,,", ,,შალომ",
ვერ მოვისმენთ ქართულსაც თუ ივრითსაც.
შორიშორს ვართ, მაგრამ მაინცა ვართ ახლოს,
ვიცნობთ ყველას: ფრანგს, გერმანელს, ბრიტანელს,
ვაი, თუ მართლა, ყველაფერი წაიშალოს...
სიზმრად ვნახე და ძლივს გადავიტანე.
,
შენი სიტყვები, მინიმა
შენი სიტყვები
დატეხილ ქვებს ჰგავს შენი სიტყვები,
ცელქ მდინარეს რომ უწყვია ფსკერზე,
მდინარის ნაპირს - სტრიქონს - მივყვები
და ჩაყრილ ქვებში შენს სათქმელს ვეძებ.
მაია დიაკონიძე
22.02.2025 წელი
ელგუჯა ციგროშვილი ულოცავს სიგელებით დაჯილდოებულ პოეტ ქალებს! პასუხი: მზაღო ლამისყანელი
21 თებერვალს საქართველოს საკონსულომ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მცხოვრები ემიგრანტი პოეტები (მათ შორის, ბატონი ელგუჯა ციგროშვილი და სხვა ექვსი ქალბატონი) დააჯილდოვა სიგელებით, ვულოცავ მათ დიდი პატივისცემით და სიყვარულით. ბატონმა ელგუჯამ უცებ ლექსიც შეთხზა მათთვის:
და სხვა დაჯილდოებულ ქალბატონებს!
ლექს~კომენტარი:
- გულით ვხარობ, ქალბატონებს
გახარებულთ გხედავთ როცა ...
ვისურვებდი, სიგელები,
პირზე კოცნით მომელოცა. - მაგრამ თქვენ ვინ დაგეწევათ,
ხელმომართულთ ზურგის ქარით,
ჩახუტებულ სიგელებით
ბებიებთან მიიჩქარით!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 23.02.2025 წელი
ყოველთვის როგორ მაოცებთ,
არა უშავს, როს შევხვდებით,
მაშინ მოდი და მაკოცე!
მზაღო ლამისყანელი
Saturday, February 22, 2025
სვანეთი
სვანეთი
მამას!
მამას!
თუ კი დავუშვებთ
Thursday, February 20, 2025
რა გხიბლავს ჩემში?1
21-ე საუკუნის პოეზიის ,,რჩეულისთვის", ავტ. მაია დიაკონიძე
21-ე საუკუნის პოეზიის ,,რჩეულისთვის", ავტ. მაია დიაკონიძე
შენ ანგელოზის ფრთები შეისხი,
ისე გასწიე ფერთა კვდომისგან,
იმ მხარეს, სადაც უსასრულობა
უკვდავებას და გვირგვინს მოგიტანს.
პირობითობის ველში მოხვედრილს
(სხეულთან ბრძოლას ემსხვერპლე ლამის),
გიჭირდა ყოფნა, არყოფნა გსურდა,
ბლომად იგემე ამ ქვეყნის შხამი.
ახლა მზეებთან გაათევ ღამეს,
შენი იები გულში გვყავს მცველად,
შენს დიდ სიყვარულს გაგვინაწილებ, -
ქედნის ღუღუნში ავიდგამთ ენას.
ცეცხლსაც დაგვინთებ შენი გრძნობებით,
კერას გაგვითბობ, გაყინულ გულსაც,
როგორც ფუტკარი, აგროვებ ნექტარს, -
ღმერთკაცებისთვის ამზადებ ნუგბარს.
სამყარო ისევ ტრიალებს, ბრუნავს...
შენ მოფრინდები სევდის მერცხლებით,
რომ წინაპართა საქართველოდან
გვითხრა: - ღრმადაა მუხის ფესვები.
კაცურ-კაცობით, ალალმართლობით,
ფართოდ გაწიე მამულის მხრები,
ახალ თაობებს მიეცი საზრდო,
უბრალო მოკვდავთ შეგვასხი ფრთები.
მაია დიაკონიძე
28.05.2013 წელი
მე მტკვარსა ვგავდი ფიქრიანს
და მხოლოდ სვეტიცხოველთან
ერთად ყოფნობამ გვიწია.
შენ - ონისე, მე - ძიძია,
თავსაც კი მოგაშვილებდი,
ოღონდ არ გეთქვა: - სხვისია.
გვხუროდა ცა ვარსკვლავების,
მაგრამ ცხოვრება მეტია,
ვიდრე მოხვევნა მკლავების.
მაია დიაკონიძე
23.06.2024 წელი
=--------------------------
მსხლის ქვეშ მიწაში რომ ჩაალაგოს,
აფართხუნებენ ძროხები ყურებს,
მიწვევენ თითქოს სალაპარაკოდ.
მათ რა ადარდებთ ან რას ელიან,
ალბათ, ითხოვენ ჩალას და თივას,
ხუთიდან ორი კვლავ მეწველია.
გადმოსულია, რომ მოგვიკითხოს,
ბიცოლა ცხელ-ცხელ თონის პურს აწვდის,
ვეღარ დაუთმობს ამაზე დიდ დროს.
დასდევს ვენერა ბიცოლა ჯამით...
და ახლა როცა მიწაში წვანან,
მათ წინ როგორღა ვიმართლო თავი.
ვაშლის ხეები მდუმარედ დგანან,
არ ეფერება ბოჩოლა ცურებს,
მხოლოდ ნიავი დუდუნებს ნანას.
მაია დიაკონიძე
9.12.2024 წელი
მგელს!
უწვრთნელია, ვიცი, შენი ჯიში,
მგელი იყო, ძაღლზე უთქვამთ, ერთ დროს,
არა მჯერა, თუნდაც დამცენ მჯიღი.
კუდის ქიცინს არ ეშვება ახლაც,
ოღონდ იყოს თბილადა და მაძღრად,
იხტუნავებს ცირკში მაღლა-მაღლა.
არამს, კუთვნილს ღატაკის და ობლის,
რა ვუთხარი დროს, უჟმურს და უკმარს,
ფეხაკრეფით ქვეყნად მიდი-მოდის.
შეგამჩნიეს, თავს აფარებ არტანს,
ადამიანს, როგორც ეშმაკს უფრთხი,
არ დანებდე, ჩემს იმედებს გატან,
თორემ კაცთა გაგიმზადეს ყულფი.
მაია დიაკონიძე
26.02.2024 წელი
ძველ ჩემოდანში ჩრჩილები ჭამენ,
არ გადაიხდის არავინ აბაზს,
ჩემთვის კი ნიშნავს ეს კაბა რამდენს...
,,ბებია, კაბა გიხდება როგორ,
ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,
აბა, ვისა ჰყავს ასეთი გოგო!"
უჩუმრად მიმღერის ,,ნანას",
,,ისეთი კოხტა, ლამაზი მყავხარ,
ნეტავ, ვინ არის აქ შენისთანა!".
ბედისწერის ქარს მივყვები აშარს,
გახუნებულა ფანელის კაბა,
სხვა რომ არავინ არ მისცემს აბაზს,
მე ვერაფერში ვერ გავცვლი ამას!
მაია დიაკონიძე
5.07. 2023 წელი
და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,
რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,
საბანს პატარა ბავშვივით მხდიდა.
თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,
მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,
თვალები ჩემი ეკერა ცაზე.
ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,
თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა
და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.
მაია დიაკონიძე
30.06.2024 წელი
სიზმარში ვნახე, მინდორზე
ჩვენ მივდიოდით ერთად,
შენ გეცვა ლურჯი პერანგი,
მეც ლურჯი კაბა მეცვა,
ქარმა წამიღო ცისაკენ,
შენ დაბლა დარჩი ველზე...
ავგაროზივით გამომყვა,
შენი ნაკოცნი ყელზე.
მაია დიაკონიძე
20.07.2021 წელი
(მთის კილოზე)
მეც გადმოვდგები ბანზედა...
ვიცი, რომ ეს გაზაფხული
მთებსაც ჩააცმევს ტანზედა;
ქუხილის ზარებს დარეკავს,
ქარებს მოუხმობს და ღრუბლებს
მთების გადაღმა გარეკავს.
იღვიძებს ჭიამაია,
პირმზითში იჭყიტებიან
მორცხვად ენძელა და ია.
მორთავს ტყისპირა მდელოებს...
ჩვენც, გაზაფხულის საკადრისს,
ბევრს ვიტყვით სადღეგრძელოებს!
მაია დიაკონიძე
- 2024 წელი
---------------------------------
სიყვარულისა არა ვთქვი!
(ხალხურ მოტივებზე)
სიყვარულისა არა ვთქვი,
თქმა კი ძალიან მინდოდა,
თეთრი და შავი არაგვი
ჩემს კართან ჩამოდიოდა.
ხან ერთი ამომძახებდა,
ხან კი მეორე ყიოდა,
თოვლმა სავალი ჩახერგა,
ფრთები რაღაში მინდოდა.
ვერა ვრჩებოდი ფორიაქს,
ზეცა ზევიდან კვირობდა,
მთას მივადექი გოლიათს,
მის ჩრდილში ძალზე ციოდა.
ხელ-ფეხი როცა შემეკრა,
ფიფქი ზედ დამაცვიოდა,
თავზე სიკვდილის მზე მედგა,
სიცოცხლე აღარ მშიოდა.
გავხედე თოვლის ფარდიდან,
მხედარი მოიჩქაროდა,
თავზე დამადგა მაშველად,
უფლის წვეული გამოდგა....
ჭიქით არაყი შემასვა,
ჩავთვალე უფლის წყალობად,
შევსვი, ნაჟური ყოფილა
უკვდავებისა წყაროდან!!!!
წამოვდექ, გავლა შევიძელ,
სტუმარი მომყვა ბინაში,
ჩემი ნახადი არყით ვთქვით
მადლობა უფლის წინაშე!!!!....
მაია დიაკონიძე
28.01.2025 წელი
დანა-ჩანგალს დაჰკარგვია უკვე პეწი,
- ეს ჭურჭელი უხმარია, რისთვის გინდა?!
კარადაშიც დასდებია ბევრი მტვერი,
გაყიდე და მაგის ნაცვლად სხვა იყიდე,
არ იქნება, ალბათ, უარზე დედაშენი,
თუმცა გული კი დაწყდება, რომ გაიგებს, - მეუბნება მეზობელი, "тетя" შერი.
როგორც ვატყობ, დიდი ხანი არის უკვე,
დამერწმუნე, თვალი ადგას ამ ჩვენს ჭურჭელს. - რემონტი რომ გააკეთო შენი ბინის,
აღარ გიღირს?! - არ მამადლის შერი ღიმილს, - კობალტია, ნაღდი, ლურჯი, ფაიფურის,
დედაშენმა სად იშოვა, იმ დროს, მიკვირს!
დეფიციტში იყო უწინ, შეგინახავთ ასე სრული,
კლიენტს ვნახავ, ვინმე მდიდარს, არ დამრჩებით უმადური, - აპარპალებს თვალებს შერი, მეც ვუყურებ თვალისშტერვით.
იყიდება ყველაფერი, რაც აღმოჩნდა ჩვენთვის ბევრი,
ბევრი არის ყველაფერი, აღარ დამრჩა ერთი ნერვი,
რემონტი კი არა, ვატყობ, რომ ვიყიდო პური, მაწყობს.
დედა, შენი შენაძენი გაიყიდა ძალზე ბევრი,
დრო არის თუ შერის ნიჭი, ყველა სარფიანად მიდის.
ალბათ, ზამთარს გადავიტანთ, ხომ მექნება გაზის ფული?!
ახლა სულს რომ წამოვითქვამთ, გამომიწევს შენკენ გული,
გესტუმრებით მე და ბიჭი, მაგრამ გზის ფულიც რომ მიჭირს?!
იქნებ შერიმ გამიყიდოს ძველი ფერწერული ტილო,
ჩვენი ბებოს სახსოვარი, სხვა საშველი აღარ არის,
მაგრამ მერე რაღას ვიზამ? მივაღწიო მინდა მიზანს, -
ჯანმრთელი რომ მყავდეს ბიჭი, წინ წავიდეს თავის ნიჭით,
არ მინდა, რომ ჩვენი ბედი მასაც შეხვდეს, მირტყი კეტი.
დაგამწუხრე დედა, ვიცი, ვერ დავიწყებ კუდის ქიცინს,
მაგრამ რაც მჭირს, ძალზე დიდი, - უშენობის დეფიციტი,
გეხუტები, შენი შვილი, ახლა ბავშვი წერას მიშლის,
ნახვა უნდა პარკში ციცრის, დედი, წავალ, ბავშვი მიცდის."
მაია დიაკონიძე
4.02.2018 წელი
-------------------------------
არავის ენდოთ!
არავინ ქვეყნად,
ჰაერის ყლუპსაც წაგართმევენ,
რომლითაც სუნთქავთ,
არავის ენდოთ, არც ვარსკვლავთა
ზეცაში შეყრას,
არ დაიჯეროთ, რაც სიმღერით,
გალობით უთქვამთ.
არავის ენდოთ, არც მეგობარს,
არც თუნდაც მიჯნურს,
თქვენი თავისაც არ გჯეროდეთ,
სულ ერთი წამით,
ნურც დიდ სიყვარულს მიენდობით
ზეციურს, გიჟურს,
რადგან ღიმილით მოგკვეთავენ
თავს დიდი წალდით.
მაია დიაკონიძე
24.07.2024 წელი