მიყვარხარო
(სახუმარო-სალაღობო)
მერე სიტყვა გაგეპარა,
რას მღეროდი მაგ გიტარით,
ნუთუ ამბობ განგებ - არას!
ქარი აგერ ჩამჩურჩულებს,
შენთვის მზე მაქვს კიდობანში,
ამოვავლებ მაგ კულულებს,
აფრიალე მშვიდობაში.
გაიარე მინდორშიაც,
მე დაგიჭერ ფერად პეპლებს,
შენი გული მიმნდობია,
სიტყვებს გეტყვი, იმათ ენდე.
გვირგვინებსაც მე დაგიწნავ,
გვირილებით, კესანებით,
დაგავიწყებ მაგ საფიცარს,
სამუდამოდ მეყვარები.
მიყვარხარო, ჯერ მითხარი,
მერე სიტყვა გაგეპარა,
რას მღეროდი მაგ გიტარით,
ნუთუ ამბობ ახლა - არას!.
.
No comments:
Post a Comment