სადღაც არაგვმა ჩამახრჩო,
რიონში თავი ამოვყავ,
ვინა თქვა თქვენი სანაცვლო,
ვინა თქვა თქვენი გაყოფა.
აკაკის ქნარმა დამატკბო,
ვაჟამ მომიწყო გამოცდა,
იქ დამახვედრა იაბო,
მთის დამამსგავსა ამორძალს.
დამკიდა მთვარის საყურე,
დამრჩა არაგვისპირები,
მივუალერსე სამყურებს,
ამიხდა დანაპირები.
მთისქალად ვიქეც ერთი დღით,
ვაჟიკა ველზე მელოდა,
და წამოვიღე გვირგვინი
ყვავილთა ერთი მდელოდან.
ვინა თქვა თქვენი სანაცვლო,
ვინა თქვა თქვენი გაყოფა.
აკაკის ქნარმა დამატკბო,
ვაჟამ სამოთხეს მამყოფა,
No comments:
Post a Comment