Monday, February 24, 2025

ბატონ ამირან გოდერძიშვილს! პასუხი ბატონი ამირან გოდერძიშვილის

ბატონ ამირან გოდერძიშვილს!
პოეტო, მომწონს თქვენი ლექსები
და სტროფებს შორის ინტერვალები,
დაჭიმული მაქვს სმენით მყესები,
ჩემს თვალს იქაც ვერ დაემალებით.
მე მომწონს თქენი ნაზი ლირიკა,
ვით ლამაზ ქალთან მთოვარის ფლირტი,
და რატომა გწერთ, ალბათ იკითხავთ,
მინდა გითხრათ, ხართ პოეტი დიდი!
მაია დიაკონიძე
20.02.2025 წელი
-------------------------------
ბატონი ამირანის პასუხმაც არ დააყოვნა, დიდი მადლობა მას, რომ მიიღო ჩემი გულწრფელი საჩუქარი
ამირან გოდერძიშვილი:
ქალბატონო მაია, მადლობის მეტი რა მეთქმის, ამ ულამაზესი ლექსის მოძღვნისათვის, ვღებულობ სიამოვნებით და სიყვარულით, ორი ხელით, საჩუქრები ყველას უყვარს და არც მე ვიქნები გამონაკლისი!!!!
მიიღეთ სამადლობელო სტრიქონები და გულწრფელი სიყვარული მხოლოდ თქვენი მოძღვნილი ლექსისთვის კი არა, თქვენი საოცარი კეთილშობილებისათვის, თქვენი ბავშვური გულწრფელობისათვის და რაც უმთავრესია, თქვენი პოეზიით გასხივოსნებული ნიჭიერებისათვის!!!!
ეს სტრიქონებიც თქვენი კარნახით დაიწერა, ნებისმიერი შემოქმედის მუზავ და შთაგონებავ!!!!
მაიკოს!
ვარდი მოისხა ხმელმა ბალახმაც,
თქვენი ღვთიური, თბილი აურით,
ამ სტრიქონებში ისმის ხმამაღლა
თქვენი კეთილი გულის ხმაური....
ძვირფასო, ჩემთვის რომ გაიმეტეთ
სიტყვები -- გულის მანათობელი,
და მჩუქნით ღიმილს, ლამაზ იმედებს,
მე მაგ თითების. ვარ მადლობელი!!!!!
უფალი თქვენთან უნიჭიერესო და უმშვენიერესო მაიკო!!!!

No comments:

Post a Comment