Saturday, February 22, 2025

თუ კი დავუშვებთ

თუ კი დავუშვებთ
უჩვენოდ როგორ თენდება ღამე?!
წვიმის დროს რაზე გვიჭირავს ქოლგა?!
ჩვენში დარჩენილ ბავშვობას ამხელს,
კითხვები რაღაც მაგიურს მოჰგავს.
დავსველდეთ, დაე, წაგვიღოს წყალმა,
ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, იქნებ,
თუ კი დავუშვებთ ჩვენს თავში ჯვარცმას,
ხომ გადაგვარჩენს უცილოდ ვინმე.
მაია დიაკონიძე
22.02.2025 წელი



No comments:

Post a Comment