ქარო, ქარქარა!
ქარო, ქარქარა, ქარუნია.
ხშირი სტუმარი ხარ მინდორ- ველის,
მთაში ზარების წკარუნია,
პატარ- პატარისკენ გიწევს გული,
ბევრია ღიღილო, კესანები,
დაჰქრიხარ ტაიჭით არაბულით,
ვარდს ბაღში რაღაზე ეტანები.
წადი, იალაღებს მიაშურე,
ვარდს რამე არ ავნო, არ მოსტეხო,
თუ კი ვერ მიაქარგავ აბაჟურებს,
სევდა მაინც არ დაატეხო.
მაია დიაკონიძე
8.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment