მამას!
მახსენდება, მამაჩემი და მე
ოხრახუშს რომ ქვა მარილში ვაწობთ,
მერე ისე ვახრამუნებთ, დარდებს
მახსოვს მამას ოვაცია, ტაში,
გალაკტიონს კითხულობდა როცა,
ფოთოლქარებს მივყვებოდით მარშით,
არ ვუფრთხოდით მეწყერს კლდეზე მცოცავს.
აბა, როგორ გადავიხდი ამაგს,
მომიხატა კალმით მიწა, ზეცა,
ასე მითხრა, ჩემს მოყოლილ ზღაპარს
შენთვის მუდამ საქართველო ერქვას.
მაია დიაკონიძე
22. 02.2025 წელი
No comments:
Post a Comment