Thursday, February 13, 2025

ცა არის ლურჯი და უსასრულო...(ეძღვნება ფიროსმანს)

 ცა არის ლურჯი და უსასრულო...

ცა არის ლურჯი და უსასრულო,
ლამპიონები ჰკიდია ტოტებს,
ფიროსმანის ცავ, ღმერთთან ასულო,
ასეთი არ აქვს მანეს და მონეს.
ლომო, გიხდება ფარი-შიმშერი,
ვერა ვხედავ მე დღესაც შენს მომრევს,
ოქროს ფაფარი როგორა გშვენის
ასეთი არ აქვს მანეს და მონეს.
შველის თვალებით დედა მიყურებს,
ვერავინ ვნახე ამ თვალის მქონე,
შენ იმსახურებ ყველა ტიტულებს,
ასეთი არ აქვს მანეს და მონეს.
ცა არის ლურჯი და უსასრულო,
სპეტაკ მწვერვალებს მიელტვის ოდეს,
ფიროსმანის ცავ, ღმერთთან ასულო,
ასეთი არ აქვს მანეს და მონეს.
მაია დიაკონიძე
13.02.2025 წელი

No comments:

Post a Comment