Saturday, February 8, 2025

როგორ მინდოდა...

როგორ მინდოდა, გეფიქრა ჩემზე,
და მხოლოდ ჩემზე, ოღონდ ამაოდ,
ახლა ვუყურებ ხის ტოტზე წვეთებს,
ბროლის ცრემლებად ქარში ქანაობს.
მთვარე ჰკიდია, დაობლებული,
იდაყვებს აყრდნობს გამოღმა გორებს,
ეს ზეცა ნისლით აბოლებული,
საღათას ძილში უმწეოდ მტოვებს.
და რა რთულია გამოღვიძება,
ღირს კი ტკივილით ახელა თვალის,
აღმოსავლეთი ნაზად ირთვება,
ატმის კვირტების სალუქი კაბით.




,

No comments:

Post a Comment