სვანეთი
შემომაფეთა ვიღაცამ სტილი,
ვიღაცამ გახსნა მოდის არენა,
მე კი მივყვები მდინარეს ტივით,
რომ მყინვარებში დამასაფლაონ,
შემომეგებონ უშბა და შხარა,
დილით ნისლებმა რომ მაბანაონ,
გადამდიოდეს მთის ნამი ღვარად.
რომ უკვდავებას შევეხო ხელით,
ცისა და მიწის უბადლო ნაზავს,
სად ტურფა დალი ფურ-ირმებს წველის,
და ეფერება შურთხსა და გავაზს.
მაია დიაკონიძე
22.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment