ღვთიშობელი ჩამოვიდა ციდან?!
- რა ვქნა, რომ ვერ ვისწავლე ტყუილები,
სხვის დაკრულზე სიმღერა და ცეკვა,
გამიჭირდა გადალახვა დილემის,
მითხრა ქალმა, გაეშვირა ხელი და,
ვერ ვაკადრე, ჩამეყარა ხურდა,
შესამოსი ეცვა ძველი, ჰერიდა,
შევხედე და მზედ წინ ამოცურდა.
თვალებიდან მოსცვიოდა ალმასი,
ვერცხლს და ოქროს დაევანა თმებში,
ზედ აესხა სხივი მრავალათასი
და ბრწყინავდა, როგორც ლალი ქვებში.
ნეტავ, ღმერთო, ეს რა იყო, რა ვნახე,
ღვთიშობელი ჩამოვიდა ციდან?!
ყველა ქალში, მუდამ ის დაგვანახე,
ადამის ძედ დავრჩეთ თუ კი გვინდა.
მაია დიაკონიძე
14.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment