კაფიობების მოყვარულთათვის
წერს ეთერ მათურელი:
წერს ეთერ მათურელი:
თამილა გოგოლაურს, სიტყვის მათრახი სულ მოქნეული უნდა ჰქონდეს, რადგან ერთი კარგად შემოგვძახოს და გამოგვაცოცხლოს.
შეგრცხვება,რომ თვითონ ასე იხარჯება და ასე ფიქრობს ფშაველთა გააქტიურებაზე, საფშავლოს სიყვარულზე და თქვენ წარმოიდგინეთ,თვითოეულ ჩვენთაგანზე, რომ წარმოაჩინოს ჩვენი ერთი სიტყვაც კი, თუნდაც უნიჭოდ,, მაგრამ ალალად ნათქვამი.
მადლობა მას ამისთვის, იმ ოჯახების სახელით ვის წარმომადგენლებსაც ასე ეძებს,რომ არ დაუკარგოს საფშავლოს.
ეს ძალიან შრომატევადი და დიდებული საქმეა და სრული მხარდაჭერა
და თანადგომა თამილა გოგოლაურს.
ხო და მეც გადმომაწვდინა,(ამერიკამდე) მათრახი და მითხრა ეგ გალექსება გაგვიზიარეო,და…..
და თანადგომა თამილა გოგოლაურს.
ხო და მეც გადმომაწვდინა,(ამერიკამდე) მათრახი და მითხრა ეგ გალექსება გაგვიზიარეო,და…..
არ მახსოვს როდის, ალბათ ასე ერთი წლის წინ ელგუჯა ციგროშვილისა და გელა ციგროშვილის გაპაექრება წავიკითხე და მოწონების ნიშნად , ასე დავაკომენტარე (არც ერთ არ ვიცნობ ფიზიკურად, კარგი ფშავლობით კიიი)
მაშ ასე:
გელა ციგროშვილი და ეთერი მათურელი.
ე..მ - ლექსობენ ციგროშვილები
სიტყვა მაუდით მჭრელია
გ. ც—-ფშაველს კაფია ურჩევნავ
მოკლედ ითქმება გრძელია
ე. მ.-გირჩევნია და შეები
არც ადვილია,ძნელია!!!!
გ.ც.-მაშინ შორს რაღადა მგზავნი
აქა ხარ მათურელია
ძაან ისეთსაც ნუ მეტყვი
ძაან ისეთსაც ნუ მეტყვი
გამხადო დასაბმელია
ე.მ.—-მათურლობა რომ ჰყოფნიდეს
სიტყვა სთქვა ,ისრის მკვრელია
არც სად ჯაჭვი მაქვს,არც თოკი
არც სად ჯაჭვი მაქვს,არც თოკი
დამირჩი ,,დასაბმელია”
გ.ც.—-ჯაჭვით და თოკით დაბმული
საშარო მოსავლელია
სმენებში ყარაულ უნდა
სმენებში ყარაულ უნდა
თოფ-იარაღით მცველია.
ე.მ.-ყარაულს რად მაძებნინებ
შენი გ-აშვება ძნელია
ტკბილ სიტყვით ისე დაგაბამ
ტკბილ სიტყვით ისე დაგაბამ
დღეზე ამბობდე—-ბნელია!!!
გ.ც. —ბუხართან თბილად მირჩევნავ
გარეთ ბევრ დაძრწის მგელია
შენავ შეგრცხვება თუ გავხდი
ნადირის შესაჭმელია
ახლოს თუ მარანიცა გაქვ
შენავ შეგრცხვება თუ გავხდი
ნადირის შესაჭმელია
ახლოს თუ მარანიცა გაქვ
მაშინ ხო სუ მთლად მშველია.
ე.მ.—-მარნებს საფშავლოს რა უნდა
პანტის არაყს ვსვამთ,მჭრელია!!!
მოგვაფშავლებს და ვიუბნოთ
ამბები მოვყვეთ ,ძველია
მერე რააა-რომ არ გიცნობ
ყველა ფშაველი ჩვენია
სამგლოდ არ გამემეტები
მოგვაფშავლებს და ვიუბნოთ
ამბები მოვყვეთ ,ძველია
მერე რააა-რომ არ გიცნობ
ყველა ფშაველი ჩვენია
სამგლოდ არ გამემეტები
სამგლოდ საწირი ბევრია.
გ,ც——მადლობის მეტი რა მეთქმის
ფშავ ჩემთვის სანატრელია
დაილოცენით ფშავლებო
ღმერთმა დღე მოგცეთ გრძელია
ორფეხ-ოთხფეხი გიმრავლოთ
რძალ სიძე საყოლელია
ხარობდეს თქვენი სიკეთით
დაილოცენით ფშავლებო
ღმერთმა დღე მოგცეთ გრძელია
ორფეხ-ოთხფეხი გიმრავლოთ
რძალ სიძე საყოლელია
ხარობდეს თქვენი სიკეთით
მთა ,ჭალა,მინდორ-ველია!
ე.მ.——როდემდე უნდა ვილექსოთ
სათქმელ სალექსო ბევრია
მადლობას გეტყვი,იხარე
გამილამაზე დღენია
სოკეთით აგიხდებოდეს
რაც ბედის წიგნში სწერია
მადლობას გეტყვი,იხარე
გამილამაზე დღენია
სოკეთით აგიხდებოდეს
რაც ბედის წიგნში სწერია
ჯალაბნი კარგად გიმყოფოს
,,ღმერთმა დღე მოგცეს,გრძელია””””””””
გელა ციგროშვილს
გუჯა : ~
1 . ძმაო , ეთერის შავაქებ ,
კაი კაფიის მთქმელია ,
ამორძალივით გებრძოდა ,
არ გაძვრა როგორც მელია ;
2 . ეთიკის კოდექსს იცავდა
არა ჩან სიტყვა~გველია ,
ვკითხულობ და მსიამოვნებს ,
როგორც ხინკალი ცხელია ;
3 . ,, პილპილიც " ზომაზედა აქვ
არ არი ,, ყურის მწველია ",
ვწუხვარ , რო ეხლაღა ვნახე ,
ვატყობ კაფია ძველია ;
4 . თამილას მარჯვენს შავუქებ ,
მხარი ჰქონია გძელია ,
ამერიკამდე უწვდინა ,
თავის მათრახი მწველია ;
5 . ,,პირველად რო
სიტყვა იყო ,"~
არ ახალია , ძველია ,
სიტყვა , ~ ღმერთს
შადარებული
მამულის შამწე~მხსნელია ;
6 . გამააფხიზლა ეთერი ,
ვალი მოსთხოვა ძველია ,
მამის გზა~სავალი აგძელებს ,~
ნამდვილი არაგველია !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
13 . 02 . 2025 წელი
ეთერი: ~
,,გელა არ გაგვიდიდგულდეს
შეათამაშოს მხრებია "...
გუჯა : ~
კისერზე შასმულ გავზარდე ,
გულმშვიდები ვართ ძმებია ,
ამპარტავნობის დიდებას
გვერდს უვლის ჩვენი გზებია ;
კაი ყმისა აქვს ბუნება
გელა სულ შასაქებია ,
ლაღი იახსრის ყმა არი ,
უყვარს თავნისლა მთებია !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
13 . 02 . 2025 წელი .
ეთერ მათურელი
ელგუჯა ციგროშვილს:
აშკარად ლექსობას ითხოვ
ჩვენ შორის დიდი გზებია
ღმერთმა თქვენ ძმობა დალოცოს
გიმრავლოთ ფშაველ დებია
ერთ დათაც მეც მიმათვალეთ
ჩემიცა გახდით ძმებია
გულდათუთქული არ ვივლი
ვიტყვი,-მეც გამთენებია.
13.02.2025 წელი
გელა ციგროშვილი ეთერ მათურელს:
ფიც- ვერცხლ ვჭამოდეთ ეთერო
როცა აქ გამასჩნდებია..
13.02.2025 წელი
ეთერი მათურელს გუჯა:
1 . უფრო რიცხვმრავლად
ეს აზრი შასაქებია ,
პირდაპირ უფალთან მივა
ჩვენი კაფიის ხმებია ;
2 . ტრამპ მოგვიკითხე ,
ეგ ქართველს
ჯერ არვის ულექსებია ,
ისე ყოჩაღობს , მე მგონი
ქართველი ჰყავდა ბებია !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
13 . 02 . 2025 წელი
ეთერი მათურელი გუჯას!
ბევრი ვიცინე ტრამპზედა,
ჯერ ეგ არ მამფიქრებია
გასალექსებელს რა დალევს
Gela Tsigroshvili
ეთერის
ლიბერტი-აილენდზედა
აგინთავთ ჩირაღდნებია..
ერთი მანდა გყავთ,ორი ჩვენ
,,ფრანგების საჩუქრებია" ..
ფიქრში დროს ნუღარ დაჰკარგავთ,
სასიკეთო ჩან ძვრებია,
ისროლეს სანაგვეზედა
ბაიდენ-ობამებია..
იქნება მხარი_მხარს მისცეთ
ვინც ხართ ემიგრანტებია
ტრამპი ბებოსთან მაიყვათ,
ყალყხე დაუდგეს თმებია.
თხილიანასთან დაგხვდებით
ლაღის იახსრის ყმებია..

"



პატ. გელა ციგროშვილი
No comments:
Post a Comment